Wednesday, April 25, 2012


ელიჩკა
ელიჩკა ასე ეძახდნენ ახლობლები ელენე ახვლედიანს,იმდენი ადამიანისთვის იყო ახლობელი,რომ სახელის ეს მოფერებითი ფორმა მთელ თბილისს მოედო.
ელენე ახვლედიანი ძალიან რთული ცხოვრებით ცხოვრებდა.ეს იყო მუდმივი სრულყოფის გზა ხელოვნებაში,ბრძოლა ტრაფარეტულ აღქმასა და თუნდაც კეთილ გავლენებთან.მშვენიერების აღქმა და იმავდროულად ნებისმიერი დეტალის ინტელექტუალურ ჭრილში დანახვა,ყველაზე ამბიციური მოთხოვნის თავისთავად დაფიქსირება- ეს ეხლენე ახვლედიანის სამყაროა იყო. სინათლითა და სიკეთით აღფრთოვანება, სამყაროს სიყვარული, კაცთმოყვარეობა მის ცხოვრებაში ჟღერდა როგორც განუმეორებელი სიმფონია,როგორც მუსიკა,რომელსაც ასეთი გატაცებით ეზიარებოდა ხოლმე. მის არსებაშიც  მუსიკაც კი ფერებად გარდაიქმნებოდა.ფერი გახდა მისთვის ყველაფერი!




   

Tuesday, April 10, 2012

ბიოგრაფია
ელენე ახვლედიანი დაიბადა 1898 წლის 18 აპრილს,თელავში.იგი იყო  ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი.ელენე იზრდებოდა თელავში,ვახვახიანთ ციხე-კოშკებით დამშვენებული რომანტიულ უბანში.უაღრესად მგრძნობიარე და გონებაგახსნილი გოგონა ხატვის ნიჭით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა.როგორც ამბობდნენ,არ დარჩენილა თელავში ბორცვი და კორდი,ელენე ახვლედიანს რომ არ დაეხატა.
1906-1907 წლებში ელენეს ოჯახი საცხოვრებლად თვილისში გადმოვიდნენ.თბილისში ელენე ქალთა მეორე გიმნაზიაში შეიყვანეს.1918 წელს მან ხატვის მოკლევადიანი პედაგოგიური კურსებიც გაიარა და პედაგოგიური კვალიფიკაცია მიენიჭა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ,1922 წელს,ელენე ახვლედიანი თბილისში ახლადაარსებულ სამხატვრო აკადემიაში,პროფესორ გიგო გაბაშვილის კლასში იწყებს სწავლას.ცოტა ხანში ელენემ გიგო გაბაშვილის სტიპენდია მიიღო და სასწავლებლად პარიზში გაუშვეს.ის ჯადოსნურ სამყაროში ცხოვრობდა.სასწაულის განცდა ჯერ კიდევ იტალიაში დაეუფლა.წელიწად-ნახევარში იტალიაში იცხოვრა.თურმე მონუსხული დადიოდა რომში.
1924 წელს ელენე ახვლედიანი პარიზში ჩავიდა,ქალაქში,სადაც,როგორც ამბობდნენ,ყველაზე უკეთ ისინჯებოდა მხატვრობის გულისცემა.


პარიზული რიტმი-მხატვრობის გულისცემა
ამ პერიოდში პარიზში სხვა ქართველი მხატვრებიც იყვნენ: დავით კაკაბაძე,ლადო გუდიაშვილი,შალვა ქიქოძე..სწორედ მათ ურჩიეს დამუკიდებელი მხატვრობის სკოლაში შესვლა.ოთხი წელი დადიოდა იტალიელი მოქანდაკე ფილიპო კოლაროსის კერძო სამხატვრო აკადემიაში თავისუფალ მსმენელად.სკოლა ხშირად აწყობდა ახალგაზრდა მხატვრების გამოფენას,რომელზეც ელენე ახვლედიანის ნახატები გამოირჩეოდა.ამიტომაც იყო ,რომ მისი ნამუშევრებით დაინტერესდნენ პაბლო პიკასო და პოლ სინიაკი .მოდილიანთან ნაცნობობას,მოქანდაკე მაიოლთან მეგობრობას არ შეეძლო გავლენა არ მოეხდიანა მის შემოქმედებაზე.ელენე ახვლედიანის პარიზული ცხოვრება მეტად ნაყოფიერი იყო_შეიცვალა მისი ფერთა პალიტრა,ფუნჯის მონასმი უფრო დახვეწილი და ფაქიზი გახდა.მკაფიოდ ჩამოყალიბდა ნისი ინდივიდუალური ხელწერა,გარე სამყაროს მისეული აღქმა.
ელენე ახვედიანს არაერთი პარიზული პეიზაჟი აქვს დახატული. მისი პარიზი სადაა, ხმაურიანი, უბრალო ხალხით სავსე. იქ შესრულებულ პეიზაჟებში ჩანს, თუ როგორ უყვარს სამშობლო.პიკასომ მოიწონა ახვლედიანის ტილო ‘კახეთი,ზამთარი’ და ყიდვა მოისურვა.ელენემ კი კახური პირდაპირობით უპასუხა,ეს სურათი მეც ძალიან მომწონს და არასოდეს გავყიდიო.რაღაც უცნაური დაინახა იმ წუთებში უკვე გენიოსად აღიარებულმა პიკასომ.მის წინ იდგა სიფრიფანა აღნაგობის უცხოელი ქალი,იდგა ლამაზი და განყენებული იმ ყველაფრისგან,რასაც მლიქვნელობა,მაამებლობა,კარიერისკენ სწრაფვა ან თავის გამოჩენის წადილი ჰქვია.პიკასო მიხვდა,რომ მის წინ იდგა დიდი ადამიანი.მას შემდეგ ისინი დამეგობრდნენ.
1926 წელის ოქტომბერში პარიზში  მოეწყო ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა,რასაც დიდი წარმატება ხვდა წილად.თუ პარიზში ელენე ახვლედიანის შემოქმედებამ ფრანგი კრიტიკოსების დიდი ყურაღება მიიპყრო,ცოტა ხნის შემდეგ მისი  ნამუშევრები ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ სურათების გამოფენაზე გაიგზავნა.შემდეგ ისევ პარიზში..შემდეგ შვეიცარიაში..ჰოლანდიაშიც მიიწვიეს ,თუმცა მისი გამოფენა აგარ შედგა,რადგან  დედის მძიმე ავადმყოფობის ამბავი მოუვიდა სამშობლოდან .1927 წელს ელენე სამშობლოში გამოემგზავრა და შემდგომში უცხოეთში წასვლაზე აღარც უფიქრია.დედა მისი ცხოვრების ტკივილად იქცა.





საქართველოში
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გამოფენები მოეწყო თბილისში,თელავში,ქუთაისში,სადაც ქართველი საზოგადოება გაეცნო საფრანგეთიდან ჩამოტანილ მის ნამუშევრებს.
ელენე ახვლედიანის გამოფენა იმდენად შთამბეჭდავი იყო,რომ რუსეთიდან ახალდაბრუნებულ კოტე მარჯანიშვილს მისი ნახატების შემდეგ ბარათები მიუწერია ელენესთვის:’თქვენთან შეხვედრა მინდა“..კოტე მარჯანიშვილი ქუთაისის თეატრში მუშაობდა,როცა ელენე ახვლედიანი მიიწვია.ელენე ახვლედიანმა 72 სპექტაკლი გააფორმა მხატვრულად,როგორც საქართველოს თეატრებში,ისე მოსკოვში,კიევსა და ხარკოვში.ელენემ დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა 1928-იდან დაიწყო კ. მარჯანიშვილის თეატრში (ქუთაისი) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე.


მისი ხასიათის მთავარი თვისება სიმართლისმოყვარეობა და უშიშრობა იყო.ელენე გახლდათ ძალიან ტემპერამენტიანი. მეამბოხე და რაც მთავარია ,ორიგინალური ადამიანი. ძალიან ხელგაშლილი და ქველმოქმედი იყო. ხელოვან ბავშვებს საახალწლოდ თავის დარბაზს უთმობდა.თვეობით მასთან ცხოვრობდნენ ნათესავები ან მეგობრის მეგობრები.მისი კარი არასდროს იკეტებოდა და ამიტომ მარტო არასდროს იყო.ადამიანების დახმარება მისთვის ერთგვარი მოვალეობა იყო.რა თხოვნითაც უნდა მოსულიყვნენ მასთან,თავის საქმეს მიატოვებდა და გაჰყვებოდა დასახმარებლად. მისთვის მთავარი ხნეობრივი ღირებულებები გახლდათ.დაუშრეტელი ენერგიის წყალობით გარიჟრაჟიდან დაღამებამდე შეეძლო შრომა,სამუშაო დღე იწყებოდა ელენე ახვლედიანის სახელოსნოში დილის 6 საათიდან...
მართალია,შვილები არ ჰყავდა,მაგრამ მასში იმდენად იდო დედის პოზიცია,რომ უამრავ ადამიანს უნაწილებდა მზრუნველობასა და სიყვარულს.მას უზომოდ უყვარდა ბავშვები და მათთან ურთიერთობა.
1960 წელს მას საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო მხატვრის წოდება მიანიჭეს.1971 წელს კი რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.

 შემოქმედება
საქართველოს ლანდშაფტებისთელავისქუთაისისსიღნაღის ძველი უბნებისგან მომავალი ემოცია ელენე ახვლედიანის შემოქმედებაში ფერის ნატიფიუტყუარი შეგრძნებით აისახამისი შემოქმედების ფერწერულობა-ფერით მეტყველება მოქნილი და სრულყოფილი საშუალებაა მხატვრის ხელში,რომ ემოცია გააცოცხლოს და ისეთივე საშუალებით განგვაცდევინოსროგორითაც თავად განიცადა.ფერთა სიმფონიაში,სწორედ ისე,როგორც მუსიკალურ ნაწარმოებში,კულმინაციური აკორდით ჩნდება განათება,რომელსაც კონკრეტული ემოციური ჟღერადობის მაქსიმუმამდე აყვანა და შარავანდედით შემოსვა შეუძლია.“ყოველთვის ძალზე მძაფრად განვიცდი ბუნების ცვლილებებს.ერთი გაყვითლებული ფოთოლი,ტყვიისფერი ცა მე უკვე მიმღერის ნაღვლიან სიმღერას“–ამბობდა ელენე ახვლედიანი.
მას ძალიან უყვარდა თოვლი.ერთხელ უთქვამს:’თოვლი.. ხომ იცით რატომ მიყვარს განსაკუთრებით ბუნების ეს საოცრებაროცა დავბადებულვარაპრილი იდგა, 18 აპრილს,დღისით ,მზისითთოვლი მოსულასულ გადაპენტილა თელავი,ვახვახიშვილის ციხეკოშკები..ამიტომ ნახე,ჩემს სურათებში რამდენი თოვლია’.წარმავლობისთვის ყოველი წუთი ენანებოდა,ისევე როგორც ყოველი ფიფქი,მზის სხივი,ღრუბელი,გზა და კორდი,მთა და სახლიამას თვითონ ნახატები გიამბობენ.


                                           
...

დრო გადიოდა..ხანდახან თავს ძალიან ცუდად გრძნობდა ..სწორედ ასეთ დროს უთქვამს:’ძალიან მშვენიერია თბილისი,მე კი მგონი, მივიდარო“.გული ნამდვილად სწყდებოდა.არ უნდოდა განშორება ქალაქთან,რომელასაც არასოდეს არც ერთ ქალაქში არ გაცვლიდა.’მშვენიერია პარიზი,მაგრამ თბილისი სასწაულია’-ამბობდა ის.1975 წლის 30 დეკემბერს,თბილისში, ელიჩკა გარდაიცვალა...ზუსტად ამ დღეს მისი ინიციატივით მოეწყო მხატვარ ქალთა ნამუშევრების გამოფენა ფინანსთა სამინისტროს შენობაში.სიტყვით გამოსვლის დროს მხატვარი მოულოდნელად ჩაიკეცა."მოკვდა ისე, როგორც მხოლოდ მას შეეფერებოდა სიკვდილი..მისივე თაოსნობით მოწყობილი გამოფენის დახურვის დროს,თავის მეგობრებისა და პატივისმცემლების წრეში,როცა მადლობისა და სიყვარულის სიტყვებით მიმართავდა საზოგადოებას,უცებ ჩაიკეცა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან,რომ გრძნობაზე არც მოსულა.წავიდა სიხარულის წუთებში.."_წერს ვ.ბერიძე.



ელენე ახვლედიანი ფოტოალბომი:
                  


              









ბიბლიოგრაფია


1. წიგნი დიდი მხატვრებიელენე ახვლედიანი

2. ელენე ახვლედიანი: [ქართულ და რუსულ] თეატრში. [მონოგრაფია ალბომით]. ავტორი: ურუშაძე ნათელა www.nplg.gov.ge 

3. ელენე ახვლედიანი: თბ. : საქ. თეატრალური საზოგადოება. 1979წელი. ავტორი: ურუშაძე ნათელა www.nplg.gov.ge 

4. ელენე ახვლედიანი: საქ. სსრ მეცნ. აკად., . ჩუბინიშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინ-ტი. თბილისი.1980წელი. ავტორი : კარბელაშვილი, მერი www.nplg.gov.ge 

5. ელენე ახვლედიანი: წლები, მოვლენები, ფაქტები [რედ. ირინა არსენიშვილი]. თბილისი, 2008წელი.ავტორი : ბუაძე, ლია www.nplg.gov.ge 

6. http://library.iliauni.edu.ge/opac.html - ელენე ახვლედიანი . სურათები კერძო კოლექციებიდან საქ. კულტ., ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინ., საქ. კულტ. მემკვიდრეობის დაცვის ეროვნ. სააგენტო, ბაია გალერეა, ქართ. ხელოვნ. ისტ. და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი.

7. ელენე ახვლედიანი: გაზეთ "კვირის პალიტრის" კოლექცია, ტექსტის ავტორი და შემდგენი: ელა ჯიყაშვილი ; რედაქტორი: ლია შარვაშიძე. - [თბ. : პალიტრა L, 2011]. www.nplg.gov.ge




ამოყენებული ლიტერატურა (ინტერნეტიდან):
  1. ელენე ახვლედიანი
  2. http://burusi.wordpress.com/art/elene-akhvlediani/
  3. http://www.ambioni.ge/tamami-da-eqscentriuli-elene-axvlediani
  4. http://rveuli.ge/dir/view_break.php?page=biography&id=93&cat=9
  5. http://www.tbilisi.gov.ge/index.php?sec_id=2979&lang_id=GEO
  6. http://burusi.wordpress.com/2009/05/03/tengiz-verulava-13/
  7. http://24saati.ge/index.php/category/culture/2011-06-12/17604
  8. http://burusi.wordpress.com/2009/06/21/elene-akhvlediani-4/
  9. http://burusi.wordpress.com/2009/06/21/elene-akhvlediani-5/
  10. http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=105&info_id=1139




         საავტორო უფლებები
  1.  © გამომცემლობა პალიტრა L,2011
  2.  ტექსტი ვრცელდება Creative Commons Attribution-ShareAlike ლიცენზიით; და შესაძლოა არსებობდეს დამატებითი პირობები. იხილეთ გამოყენების პირობებიდამატებითი ინფორმაციისთვის.ვიკიპედია (Wikipedia)® არის არამომგებიანი ორგანიზაცია Wikimedia Foundation, Inc.-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი
  3. ©მედიაჰოლდინგი ''ამბიონი''_მასალების გამოყენება სხვა საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებეულია